მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის N94 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას სკოლის კლუბი „ლაზარე“ სიტყვებით - „ჩემი წიგნი ჩემი სამყაროა“ შეუერთდა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით შეხვედრა სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა.
„სკოლის დამსახურებულმა ბიბლიოთეკარმა - მარინა მიხაშვილმა გვიმასპინძლა და ღონისძიებაც საინტერესოდ წარიმართა“, - გვიყვებიან სკოლაში.
კლუბის კურატორმა - მაკა დანელიამ ისაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, ბავშვებმა კი საინტერესო პრეზენტაციები ვიდეოსა (ბ.ქარდავა, ა.არჯევანიძე) და გაზეთების სახით (ნ.ზამბახიძე, მ. ჩარგეიშვილი) წარადგინეს.
მოსწავლეებმა მათი საყვარელი წიგნების შესახებ ისაუბრეს და წაიკითხეს ამონარიდები ტექსტებიდან.
მათ ბიბლიოთეკაში თემატურად მრავალფეროვანი ჟანრის: სათავგადასავლო, ფანტასტიკური, ისტორიული წიგნები წარადგინეს და მსმენელის ყურადღება მიიპყრეს.
„ქალბატონმა მარინა მიხაშვილმა ისაუბრა სკოლის ბიბლიოთეკაზე, წიგნის კითხვის მიზნებზე, წიგნების რაოდენობასა და ჟანრობრივ მრავალფეროვნებაზე; აგრეთვე დაინტერესებულ მსმენელს გააცნო სტატისტიკა, თუ რომელი ასაკის ბავშვები სარგებლობენ ბიბლიოთეკის წიგნებით უფრო ხშირად“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებას ესწრებოდა და ამ დღის მნიშვნელობა შეაფასა სკოლის დირექტორმა - ნინო გახარიამ.
აღნიშნული ღონისძიების ბოლოს, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციას.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი