ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის მოსწავლის - საბა ზოიძის სპორტული წარმატება
15-02-2024
დაკოპირებულია
-
+
ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და კონკურსში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-11 კლასელი საბა ზოიძე, რომელიც ირანში k1-ის წესებით გამართულ კიკბოქსის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეოლბდა.
აღნიშნულ ტურნირში მან გაიმარჯვა და ჩამპიონის ქამარი მოიპოვა.
გიმნაზიაში მოსწავლით ამაყობენ, მას ამ გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.