სიახლეები
სიახლეები

ჩოხატაურში, ''ეტალონის'' შესარჩევი ტურის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები გამოვლინდნენ
23-11-2016
-
+


ჩოხატაურში ''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან და  სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.  

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა.

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.   

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა  პირებმა გაასწორეს.  ‘’ეტალონის’’ ჯგუფი მათთგან ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს გამოავლენს.

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaoni.ge’’ ჩოხატაურის რესურსცენტრის უფროსს შორენა სიხარულიძეს გაესაუბრა.

მისი თქმით,  შესარჩევი ტური ძალიან ბევრ სკოლაში ჩატარდა და ბავშვები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები:

„შესარჩევი ტური ძალიან ბევრ სკოლაში ჩატარდა. ჩვენ ვიყავით და დავაკვირდით ამ ყველაფერს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ‘’ეტალონი’’ უდაოდ ძალიან კარგი პროექტია. ინტელექტუალური ჩემპიონატი ფართო მასშტაბით რომ ტარდება, ეს ძალიან კარგია და ჩვენი ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ამ პროექტში.“

ჩოხატაურის გამგებლის თანაშემწე იამზე ვაჩეიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ახალგაზრდებისთვის, მათი მოტივაციისთვის:

„კარგად და ორგანიზებულად ჩაიარა შესარჩევმა ტურმა. ჩოხატაურში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა. კარგი თანამშრომლობა გამოგვივიდა, შედეგებიც კარგი იყო. ვფიქრობ, რომ პროექტი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ახალგაზრდებისთვის, მათი მოტივაციისთვის. “

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".         

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება