მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის ბიბლიოთეკარმა ეთერ კობახიძე-აბრამიშვილმა, ბიბლიოთეკასთან არსებული წიგნის კლუბის - „ბიბლიოფილის“ წევრების მონაწილეობით, წარმოდგენა -ზღაპარი „მზის სამეფო“ მოამზადა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ეს იყო მორიგი აქტივობა, რომლითაც კლუბის წევრებმა მათი საყვარელი პერსონაჟები „გააცოცხლეს“.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენა დირექციის მხარდაჭერით, მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების ჩართულობით განხორციელდა. მხატვრული გაფორმება კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს მარინე ქავთარაძეს ეკუთნოდა.
„აქტივობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელვანია სიკეთის კეთება, რომელიც ბოროტებას ყოველთვის ამარცხებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი