სიახლეები
სკოლები

„რა არის ადამიანის ცხოვრება?“- დისველის საჯარო სკოლის მასწავლებლის - ნინო დოხტურიშვილის საინტერესო ნოველა
15-02-2024
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი საინტერესო, ემოციური ნოველებით გამოირჩევა. 

ამჯერად, მან მორიგი ნოველა - „რა არის ადამიანის ცხოვრება?“ დაწერა, რომლის მთავარი პერსონაჟი კატოც მწერალია, თუმცა დიდი ხანია, რაც არაფერი დაუწერია. ეს ფაქტი მხოლოდ მას კი არა, მის გარშემო მყოფებსაც აწუხებთ. ერთ დღესაც კატოსთან მეზობელი ხანშიშესული ქალბატონი მიდის, რომელიც საკუთარ ცხოვრებაზე ელაპარაკება. 

ჩვენ ნინო დოხტურიშვილის ნოველას უცვლელად გთავაზობთ.

რა არის ადამიანის ცხოვრება?

- რამდენი ხანია, რაც არ დაგიწერია შვილო, სათქმელი შემოგელია თუ პირიქით, გინდა გულიდან ამოიღო ტკივილი და გონება არ გიშვებს?!

- მინდა ბატონო, მაგრამ რაღაც მბოჭავს, გადავეჩვიე წერას, ეტყობა ამოვწურე შესაძლებლობები, რომლის იქითაც იკარგება რაღაცის შექმნის ან გარდაქმნის სურვილი.

- თუ შენ კონკრეტულ პიროვნებებზე გაქვს საუბარი, გახსოვდეს, რომ ადამიანი შენიღბული გულით ატარებს სევდას, შინაგან ტკივილს სხვისი დათრგუნვით აფერადებს და შენკენ ნასროლი ისრით იყენებს სასიკვდილო ჭრილობას... ეს არის ადამიანი მეტი არაფერი!
ნუ მიაქცევ ყურადღებას უნაყოფო ხეს, მას თავისი უსუსურობაც ეყოფა, არასოდეს გაუყადრო თავი კრიტიკოსად წოდებულ მქადაგებელს, ასეთები შეისრუტავენ შენს სიმშვიდეს და ზუსტად ისე მოგმართავენ წარმატებისკენ, როგორც მათ სურთ.
მე შენი მხატვრული შინაარსის დიდი ქომაგი გახლავარ... ამიტომ, უმორჩლესად გთხოვ, გააგრძელე მუშაობა საკუთარ თავზე და განავითარე შემოქმედებითი არეალი.

დაფიქრებას რა უდგას წინ?!  ხოდა, კატომაც ზანტად გადაავლო თვალი ყველა იმ კეთლისმსურველს, ვინც სხვისი ნაწარმოების რედაქტირების პროცედურით იყვნენ დაკავებული მაშინ, როდესაც საკუთარი ერთი ჩანახატიც კი არ ჰქონდათ შექმნილი. მიხვდა, რომ სხვისი ენერგიით იკვებებოდა, ხელოვანს კი ასეთი სულიერი მდგომარეობა აქვეითებს და ანადგურებს. ერთ კეთილ სიტყვას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს!

- გმადლობთ, ბატონო თამაზ! უდიდესი მადლობა ამ გადამრჩენი სიტყვისთვის, თითქოს სიკვდილს გამომტაცეთ ხელიდან!

მთელი ღამე შფოთავდა კატო, საკუთარ თავს უბრაზდებოდა, აკნინებდა, აკრიტიკებდა, შამფურივით ტრიალებდა ლოგინში და ბოლოს მივიდა დასკვნამდე, რომ ახალი საზრდო უნდა შეექმნა! მაგრამ საიდან ან როგორ დაეწყო, ეს ვერ გადაეწყვიტა ,საღამოს ასაკიანმა მეზობელმა მოუკაკუნა კარებზე,ზლაზვნით შემოვიდა ოთახში და სკამზე ფრთხილად ჩამოჯდა.

- კატო, შვილო, გამიზომე წნევა, ძალიან ცუდად ვარ ...

- ახლავე ...

ფიქრებით გართულმა კატომ, ცოტა უსიამოდ შეხედა მოხუცს, თუმცა ეთიკამ თავისი ქნა, ნელა წამოდგა და წნევის აპარატით მიუჯდა მომხვდურს...

- მაღალი გაქვს წნევა, ნანი ბებო. მაცადე, წამალს მოგიტან ცოტამოგეშვება..

კატომ მოხუცი საწოლზე წამოაწვინა უწამლა, დაამშვიდა... ისე გააერთო მოვლით, რომ ყველაფერი გადაავიწყდა!

- ერთი ეგ მითხარი, შენ კიდევ წერ?

- კი, ბებო, ვწერ, მაგრამ დიდი ხანია, კალმისთვის ხელი აღარ მომიკიდია.

- იქნებ და ვკვდები, მოდი, ჩემზეც დაწერე რამე...

- რა ბაბო?

- ჩემი უბედური ცხოვრება გადაიტანე ფურცელზე, იქნებ, წაიკითხოს ხალხმა და გონს მოეგონ, სანამ გვიან არ არის...

- თუ გინდა, მოყევი ?! მე მოგისმენ ...

- კარგი შვილო ....

თხრობა მძიმედ დაიწყო ღონემიხდილმა მოხუცმა - გავიზარდე დასავლეთის ერთ-ერთ სოფელში, ჩემი ოჯახი დიდი შრომისუნარიანობით არ გამოირჩეოდა, ამიტომაც გაჭირვებული ადამიანების სიაში ვიწერებოდით, შევნატროდი ჩემი თანატოლების უდარდელ ცხოვრებას, თუმცა ერთი უკიდურესობა მაინც დამანათლა უფალმა - ვიზუალური ხიბლი! ჩემი სილამაზე ყველას თვალში ხვდებოდა, განსაკუთრებით, მამაკაცების მხრიდან ვგრძნობდი მწველ - უხამს  მზერას. როგორც მაშინ ხდებოდა ხოლმე, პატარა ასაკიდან მაზიარეს ოჯახურ სიამტკბილობას. ვცდილობდი, გამოვდგომოდი ახალ კერას, თავდაუზოგავად ვშრომობდი და მთელი დღე სრულიად ეული მიწას ვამუშავებდი, ვხნავდი, ვთესავდი... დაღლილი წამოვწვებოდი ხოლმე მდელოზე და ჭიქა ღვინოს ვაყოლებდი პატარა წასახემსებელს. ერთს მეორე მოჰყვებოდა, მეორეს მესამე და ნელ-ნელა სასმელზე დამოკიდებული გავხდი... ასე უპატრონოდ მომუშავეს ხშირად მწვავდა ხოლმე გამვლელი მამაკაცების ვნებებს აყოლილი მზერა. ჩემი სტატუსის მიუხედავად, მათი ჩემდამი ყურადღება არ ნელდებოდა! მე ხომ დაოჯახებული, სამი ბიჭის დედა გახლდით, გადაღლილი, გასავათებული, თუმცა უფრო მეტად გალამაზებული და მიმზიდველი... ამის გამო ჩემმა ქმარმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, სახლიდან გამომაძევა, იძულებული გავხდი გატეხილი სახელის გამო, სხვა ქალაქში დამეწყო ახალი ცხოვრება. მივატოვე შვილები, რაც ყველაზე მთავარია ქალისთვის და ასე უკან მოუხედავად გამოვემართე სხვა ქალაქისკენ.

აქ ერთი გერმანელს გადავეკიდე, ერთი შეხედვით, კარგი ადამიანი სჩანდა, მაგრამ ძალიან ზარმაცი და უუნარო გამოდგა, ერთი ქალიშვილი შემეძინა, რომელმაც მამასთან არჩია ცხოვრება, მე კი ისევ მარტო აღმოვჩნდი იქამდე, სანამ ჩემმა უბედურმა არ დამადგა თვალი. თითქოს რაღაცით მგავდა, მასაც ოჯახი ჰყავდა მიტოვებული და აქ სრულიად მარტო ჭირისუფლის მოლოდინში მელოდა. დავიწყეთ თანაცხოვრება და როგორც ხედავ, ერთმანეთს ღრმა ასაკამდე გვერდიდან არ მოვშორებივართ, ვშრომობთ, ვწვალობთ, ცოტა სახლიც შევალამაზეთ, ჩვენი წილი ყველაფერი გვაქვს, მხოლოდ ერთი უძლურება მიკლავს გულს, სმას ვერ გადავეჩვიე, სწორედ ისე, როგორც ჩემი ქმარი... რამდენჯერ გავმხდარვარ ცუდად, ღმერთმა იცის, მაგრამ ვერ ვეშვები! ეს საცოდავი  ჩემი ბებერი სულ მეუბნება  ნუ გამაუბედურებ და მოუკელი ცოტა სმასო, მაგრამ არა! სენივით მაქვს მოდებული სულსა და გულზე, ალბათ ცოდვების ბრალია!

აქ ღრმად ამოისუნთქა მოხუცმა და მძიმედ განაგრძო:

სახლში სრულიად მარტო ვიყავი, როდესაც ნასვამი კაცის ხმა შემომესმა, მჯიღებს ურტყამდა კარებზე, თან ბოლო ხმაზე გაჰკიოდა - დედა, გიპოვე, გამიღე კარები. მე იმის ნაცვლად რომ სახლში შემომეშვა, პოლიციას დავურეკე და სასმლისგან გაჟღენთილი, გაყინული შვილი სრულიად უცხო ხალხს გადავეცი განსასჯელად! ახლა სინანულს აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც მომეშვება გულზე. სიტყვა გკლავს და სიტყვა იმედს გაძლევს, იქნებ ამ იმედმა ცხოვრების გაგრძელების სტიმულიც კი მომცეს...

იმის მერე მე ჩემს შვილებზე არაფერი  გამიგია. რაც შეხება ქალიშვილს, ის მოდის და ხანდახან დამხედავს ხოლმე, შვილიშვილებიც კარგი მყავს, განსაკუთრებით, დიდი გოგო, მასზე მინდა გადავაფორმო ეს სახლ-კარი და ვენახები.

- კი, მაგრამ ეს ყოველივე ხომ თქვენი არ არის?

- ავთო დამყაბულდა ..

- ავთოს შვილები?

- ოოოხ კარგი რა, შვილო, ვიღას ახსოვს ისინი...

აქ გავიყინე, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, თუმცა ჩემი დასკვნებისკან თავი შევიკავე და ბებო კარებისკენ მივაცილე, მერე კი ამ უძირო ამაოებაზე უფრო მეტად ჩავფიქრდი...რა არის ადამიანის ცხოვრება?

იმ დღის მერე, ნანი ბებომ უფრო მოუხშირა სმას, ისე ცუდად გახდა, რომ სასწრაფოთი სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ შვილი უვლიდა და ზრუნავდა მასზე ამიტომ, მეორე დღეს მოკითხვის მიზნით, საავადმყოფოში გადავრეკე. მედპერონალმა ყვირილი დამიწო  - როგორ შეიძლება ასე ამ ქალის მიტოვებაო. ალბათ, ქალიშვილი ვეგონე, ხმა ვერ ამოვიღე, ვუსმენდი ლანძღვას და პასუხს ვერ ვცემდი... როგორც შემდეგ გავიგე, შვილი დიდი შეწუხების შემდეგ, აიძულეს მოხუცი საკუთარ სახლში გადაეყვანა, რადგანაც  ფიზიკურად მოძრაობა არ შეეძლო. ნანი ბებოს სახლს კი ბოქლომი დაადეს და გარედან აბრა ჩამოკიდეს - „იყიდება“!

ხანდახან, კარებს უროთი შემოანგრევდა ხოლმე პაპა, გადახედავდა თავის ნაოფლარს, ზანტად ჩამოჯდებოდა კიბეებზე და გულმოსაკლავად ტიროდა. გაფიცხებული გერი კი ცეცხლივით დაატყდებოდა ხოლმე მოხუცს ძალმომრეობით და მუშტის რტყმით გააგდებდა საკუთარი სახლიდან და სახლს ისევ საგულდაგულოდ გამოკეტავდა ზემოთხსენებული წარწერით!

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება