მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა.
7 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით (ხელმძღვანელი: მაია არახამია) მოეწყო კვირეული, რომელსაც აქტიურად შეუერთდნენ სკოლის ეკოკლუბელები (ხელმძღვანელი: მზია ქარდავა).
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს საინტერესო აქტივობები, შექმნეს პოსტერები, პლაკატები, გამოუშვეს კედლის გაზეთი. უფროსკლასელები უმცროსკლასელებთან ერთად ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას. კლუბის წევრებმა პატარებს აუხსნეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები, დაეხმარნენ საბავშვო წიგნების შერჩევაში, ისაუბრეს მწერლებზე, პოეტებზე, ამ დღის მნიშვნელობაზე, ხმამაღლა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, მასწავლებლის დახმარებით წარიმართა დისკუსია წაკითხულ თემებზე.
პატარებმაც წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს მათი საყვარელი პერსონაჟები.
მე-6 კლასის მოსწავლე თიკო შუკვანმა პირველკლასელებს წაუკითხა ირმა მალაციძის მოთხრობა „კუ და მორიელი“. უფროსკლასელის დახმარებით პატარებმა კარგად გაიაზრეს მოთხრობის შინაარსი. მე-9 კლასის მოსწავლე თამარ როგავამ წაიკითხა ნაწყვეტი ლეო ქიაჩელის ნოველიდან - „ჰაკი აძბას“. მე-3 კლასელებმა წაიკითხეს GPRIED მიერ მიწოდებული ლიტერატურა.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - მაია არახამიას საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორისგან სერტიფიკატი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი