სიახლეები
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლამ, პარტნიორ სკოლასთან ერთად, საინტერესო ​ერთობლივი პროექტები და შემეცნებითი აქტივობები დაგეგმა 
16-02-2024
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლასა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლას შორის მეგობრობის ხიდი გაიდო. სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად თანამშორმლობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. 

ახალახან, ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე, ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო მგელაძე, მოხალისე ამერიკელი მასწავლებელი ლიამ გომესი, მოსწავლეებთან - ნინია მარდალეიშვილსა და მიხეილ კანდელაკთან ერთად ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. 

როგორც ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი გვიყვება, შუა ამაღლების საჯარო სკოლელებმა მათ გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. 

„მასპინძლების არაჩვეულებრივ, გულთბილ მიღებასთან ერთად სასიამოვნო გაოცება გამოიწვია ჩვენს პატივსაცემად სკოლის დერეფანში გამოკრულმა სპეციალურმა კედლის გაზეთმა - „ბახვი“,- აღნიშნავს მზია ვაშალომიძე.

სკოლებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა კი ასე დაიწყო: ინიციატივა შუა ამაღლების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს - ქეთი გოგუაძეს და მის მოსწავლეებს ეკუთვნოდა, რომელთაც სიამოვნებით დაუჭირეს მხარი ბახვის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებმა - ნინო მგელაძემ და გულიკო ანდღულაძემ მოხალისე ამერიკელ მასწავლებელ ლიამ გომესთან ერთად.

სწავლების თანამედროვე მიდგომები, საგაკვეთილო აქტივობები, სახელმძღვანელოები იყო საუბრის ძირითადი თემატიკა, მაგრამ გამოითქვა სურვილი რომ ერთჯერადი შეხვედრები კი არა უფრო მრავალფეროვანი და მრავალმხრივი გამხდარიყო სკოლების თანამშრომლობა, რომ ერთობლივი პროექტებით და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვა- ჩატარებით კიდევ უფრო მეტად დაახლოებოდნენ სკოლების მოსწავლეები.

„შეხვედრაზე სწორედ ამ მიმართებით გვქონდა დიალოგი, გავაფართოვეთ არეალი და ინგლისური ენის გარდა სპორტული ღონიძიებების და სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებების ერთობლივად ჩატარება დავგეგმეთ. მოსწავლეებმა ძალიან ადვილად გამონახეს საერთო ენა. ჩვენ, სკოლის დირექტორები, ბატონი სამსონ ჯიბუტი და თქვენი მონამორჩილი შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად შევუწყობდით ხელს ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“,- გვიყვება დირექტორი მზია ვაშალომიძე. 

გთავაზობთ ბახვისა და შუა ამაღლების სკოლებში შეხვედრების ამსახველ ფოტოსურათებს:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

მასწავლებელთა 60-კრედიტიან პროგრამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

სკოლებში 700-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული - ახალ კადრებს საქართველოს მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ეძებენ

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება