მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის, ქუთაისის N32 საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, აქტიურად ფუნქციონირებს კითხვის კლუბი, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწარმოების გარშემო აერთიანებს კითხვის მოყვარულებს და იმ პლატფორმას აყალიბებს, რომელშიც წიგნის კითხვის, გარჩევისა და მასზე საუბრის კულტურას ამკვიდრებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბში ჩართულმა პედაგოგებმა მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
მოსწავლეები და მათი პედაგოგები აქტიურად კითხულობდნენ მათთვის საინტერესო ლექსებს, მოთხრობებს და შემდეგ განიხილავდნენ, აფასებდნენ მათ და მსჯელობენ წაკითხულის ირგვლივ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარები თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ ნააზრევს, როგორც სკოლაში აფასებენ დიდი იყო მათი დაინტერესება და შესაბამისად, სიამოვნებით შეუერთდნენ ღონისძიებას.
აღსანიშნავია, რომ სკოლის თვითმმართველობამ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა შესთავაზა სასკოლო საზოგადოებას და საინტერესოდ შეუერთდა მასშტაბურ კამპანიას.
„წიგნები,როგორც ლამპრები
ან მწვერვალები შორი!
წიგნებმა კაცად აქციეს
არა ერთი და ორი!
სადაც არ უნდა წახვიდე
და რომელ ქვეყნის კარად,
უწიგნურს სხვა რამ ქონებას
არ ჩაგითვლიან არად!“, - ეს ლექსი კი, დღეს თან სდევდა ლაიტმოტივად.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“