მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ვიქტორინა-კონკურსები, ინტელექტუალური თამაშები“, - აღნიშნავენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ აღნიშნული მიზნით, VIIბ კლასში (დამრიგებელი მირანდა სოფრომაძე) ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი - „ვინ უკეთ“.
ვიქტორინაზე გუნდი ორ ჯგუფად გაიყო. მომზადდა კითხვები, როლური გათამაშება და შეივსო კროსვორდები.
აქტივობის ინიციატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.
ყველა გუნდს საკუთარი ფორმა და ემბლემა ჰქონდა. მოსწავლეთა მიერ შერჩეულმა ჟიურიმ პირველი ადგილი მიაკუთვნა N1 გუნდს, სახელწოდებით - „რია რია“, რომლის ლიდერიც ნანა რაზმაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გარდა მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნისა, მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლა
„ყველა სიკეთის დედაა ქალი, ქალი სიცოცხლის ჯადოქარია!“ - გურკელის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები იზეიმეს