მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ისე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. მოწაფეები მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, სკოლაში მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების - მარიამ გელაშვილის, საბა ქიმერიძის, ლუკა გაჩეჩილაძისა და ნოდარი გაჩეჩილაძის წარმატებას აღნიშნავენ.
მოსწავლეებმა ცოდნა და უნარები ესეების კონკურსში წარმოაჩინეს.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს.
„ზიკილიის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს - მარიამ გელაშვილს, საბა ქიმერიძეს, ლუკა გაჩეჩილაძესა და ნოდარი გაჩეჩილაძეს, ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში წარმატებით მონაწილეობას, რომელიც ეძღვნებოდა ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის დაარსებიდან 75 წლის იუბილეს.
ასევე სკოლა მადლობას უხდის და ულოცავს მოსწავლეთა წარმატებას სკოლის ქართული ენასა და ლიტერატურის მასწავლებელს მანანა სუხიაშვილს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან