მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
„დარგე, მოუარე, გაზარდე შენი ხელით...“, - ამ მოტივით და პედაგოგის, გვანცა ჭაბუკიანის ხელმძღვანელობით, პირველი კლასის მოსწავლეებმა: ცოტნე ჭაბუკიანმა და ლუკა ჩიქოვანმა, ქოთნებში ჩარგეს ოთახის ყვავილები, რომლებსაც თავად მოუვლიან და მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან.
ამ აქტივობით, მოსწავლეებმა საკლასო ოთახის „გამწვანება“ დაიწყეს.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ ბავშვებისთვის აუცილებელია მცენარეებთან ურთიერთობა, რათა მათ სამყარო უკეთესად აღიქვან და მზრუნველობის შეგრძნება განუვითარდეთ.
ამ საინტერესო ინიციატივით, პირველი კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებელი იწყებენ გამოწვევას - „დარგე ოთახის ყვავილი, გაამწვანე შენი საკლასო ოთახი...“, ისინი იწვევენ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
„იზრუნე გარემოზე, რათა იზრუნოს მან შენზე! ფანჯრის რაფაზეც კი შეიძლება ყვავილების სამყარო გვქონდეს...“, - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან