მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი დრო ეთმობა. ამჯერად, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლისა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ყურადღება კიბერბულინგს დაეთმო.
„ვგმობთ კიბერბულინგს! ფრთხილად ნუ ვიქნებით კიბერბულინგის მსხვერპლი!“- ამ სლოგანით ალპანის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საინფორმაციო ტექნოლოგიების გაკვეთილებზე (მასწავლებელი ფატიმა ლეშკაშელი) მოამზადეს პრეზენტაცია. მეექვსეკლასელებმა სკოლაში წარადგინეს მრავალფეროვანი ინფორმაცია კიბერბულინგის ნიშნების, პრევენციის, თავდაცვის გზების, არსებული კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ამავე სკოლის მეშვიდეკლასელებს გაუზიარეს. ასევე, გაიმართა მცირე დისკუსია.
სკოლაში პრეზენტატორებს - მეექვსე კლასის მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაციისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან