მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-VI კლასების მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება. ღნისძიებაზე წარმოდენილი იყო სხვადასხვა გამომცემლობის განსხვავებული ჟანრის წიგნები. მოსწავლეებმა მოკლე ამონარიდები ამოიკითხეს და დამსწრე საზოგადოებას წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს. პატარა მკითხველებს უფროსკლასელებმა ყურადღებით მოისმინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან აქტივობის მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნევს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან