მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეებს პედაგოგები მრავალმხრივ განვითარებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, დიდი ქართველი პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის შესახებ საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
პოეტის ყრმობისა და შემდგომი ცხოვრების ეპიზოდები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაცოცხლდა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით - „მე თვითონ ვარ ჩემი შემდგომი!“.
„ღონისძიებაზე, მე-8 ბ და მე-8 გ კლასების ვაჟებმა გალაკტიონის ფერითა და მუსიკით სავსე სტროფები წაიკითხეს. აღნიშნულ დღეს იღვრებოდა გალაკტიონის ლექსებზე შექმნილი მუსიკა და მღეროდა მუსიკის მასწავლებელი ბაია ახვლედიანი. მევიოლინე გოგონები: მარიამ ნემსაძე, მარიამ სოფრომაძე, მარიამ ლეჟავა უკრავდნენ ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკურ მუსიკას!“, - გვიყვებიან სკოლაში.
პოეტის ლექსები წაიკითხეს მასწავლებლებმა: თეა გაგუამ, მადონა ჭელიძემ, მაია დვალმა, მშობელმა - პაატა ნემსიწვერიძემ.
„გალაკტიონის უსაყვარლეს იისფერში, სკოლის ისტ-ის მასწავლებელმა ზ. ხაკიანმა ღონისძიების ორგანიზატორის რ. ხობუას მინიშნებით გალაკტიონის ბილბორდი დაამზადა“, - გვეუბნებიან სკოლაში.
ღონისძიებაში მოსწავლე-მასწავლებლები დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით მონაწილეობდნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„დიახ, გალაკტიონის პოეზიით, მისი „მაღალი“ ხმით, იყო სავსე ამ დღეს, ქუთაისის N32 სკოლის დერეფნები! პოეზიისა და კლასიკური მუსიკით გაჯერებულ კომპოზიციას უძღვებოდა, გალაკტიონის ლექსებს კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან ხობუა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე მოსწავლეთათვის კიდევ ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა სასკოლო ცხოვრებიდან.
„დიახ, გალაკტიონის შემდეგ ქართული პოეზია, ძირითად, მიდის გალაკტიონის გზით! ქართველმა ხალხმა თავისი მრავალსაუკუნოვანი პოეზიის მეშვიდე მწვერვალად ერთსულოვნად აღიარა გალაკტიონი - „პოეტების მეფე!“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეებს საჭირო ცოდნასა და უნარებს სძენს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ