მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა.
სკოლას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 წლის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.
სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს.
„გუნდურობაზე, თანამშრომლობაზე, მომავალი თაობების წინსვლაზე და წარმატებებზე ორიენტირებული, მიზანდასახული სკოლა, სადაც თითოეული პიროვნება აცნობიერებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს აქტიურად იყო ჩართული ავტორიზაციის პროცესში. შრომას ყოველთვის მოაქვს სასიკეთო შედეგი, ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. ვულოცავ სკოლის სრულ შემადგენლობას ამ სტატუსს და ვუსურვებ უამრავ წარმატებას. სკოლის სახელით უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც სწორი მიმართულებით მხარი დაგვიჭირა და ჩვენი სკოლის დადებითი მხარე ობიექტურად შეაფასა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან