მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. მათ შორის არიან პატარა მოჭადრაკეები - Vა კლასის მოსწავლე მარიამ ბუაძე და lllბ კლასის მოსწავლე ილია გოგნაძე.
Vა კლასის მოსწავლე მარიამ ბუაძემ (მწვრთნელი - ბექა ხაჭაპურიძე, დამრიგებელი - შორენა ბუიღლიშვილი) ინტელექტუალური უნარები საქალაქო ჩემპიონატზე წარმოაჩინა.
ქალაქის ჩემპიონატი ჭადრაკში ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. მარიამ ბუაძემ ტურნირში 12-წლამდე მოჭადრაკეთა შორის წარმატებით იასპარეზა და დაიკავა პირველი ადგილი. მარიამს დიპლომი, მედალი და თასი გადაეცა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ სკოლის სახელით მარიამს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომშიც წინსვლასა და გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ასევე, ტყიბულის საჭადრაკო კლუბში გამართულ საქალაქო ჩემპიონატში ტყიბულის N6 საჯარო სკოლის lllბ კლასის მოსწავლე ილია გოგნაძემ მოიპოვა წარმატება.
მესამეკლასელმა ტურნირში 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის იასპარეზა და დაიკავა პირველი ადგილი (მწვრთნელი - ბექა ხაჭაპურიძე, დამრიგებელი - მარიტა ბრეგაძე). ილია ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და თასით.
„ვულოცავთ სკოლის სახელით ილიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომშიც წინსვლასა და გამარჯვებას!“- აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან