სიახლეები
სკოლები

„გააცოცხლე პორტრეტი“ - ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 
21-02-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში ორი საგნის -  ხელოვნებისა და ფრანგული ენის ინტეგრირებული პროექტი „გააცოცხლე პორტრეტი“ განხორციელდა, რომელშიც მე-7 კლასის(დამრიგებელი ეკა ჭუმბაძე) 26 მოსწავლე მონაწილეობდა.

პროექტი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიზნად ისახავდა, ცნობილი მხატვრების ტილოების აღმოჩენასა და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას - რათა უშუალოდ ყოფილიყვნენ ჩართულნი კონკრეტული პორტრეტის გაცოცხლებაში, მათთვის საინტერესო და სახალისო ფორმით.

პროექტის პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ფრანგული ენის დახმარებით პორტრეტების აღწერილობა და თითოეული ხელოვნების ნიმუშის ხასიათი გადმოსცეს. მის ფარგლებში, გამოიცა კატალოგი და ჩაიწერა დისკი. 

„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა მოსწავლეს და მშობელს ჩართულობისათვის და განსაკუთრებული მადლობა კლასის ხელმძღვანელს ქალბატონ ეკა ჭუმბაძეს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე, პროექტის დასაწყისიდან პრეზენტაციის ჩათვლით, ყოველ წუთსა და წამს იდგა ჩვენ გვერდით, მხარს გვიჭერდა და გვეხმარებოდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ხელოვნების მასწავლებელი ელენე წერეთელი და ფრანგული ენის პედაგოგი სოფიო მურუსიძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება