მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამჯერად, სკოლის VIა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი რუსუდან ხობუა), კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე Minecraft Education Editing-ში, საგნის პედაგოგ ზურა ხაკიანის ხელმძღვანელობით პროექტი - „ჩემი ქალაქის აეროპორტი“ განახორციელეს.
პროექტი, როგორც გვიყვებიან, საგნობრივი სტანდარტიდან გამომდინარე მიმდინარეობდა.
პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა დირექცია მიიწვიეს და მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია. მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები და წარმატებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ