მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო გაკვეთილებითა და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგების ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულით, სკოლაში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება იმართება.
მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია - „ილია, შთამომავლობის სულიერ სამყაროში!“
„8 ნოემბერი ილიას დაბადების დღეა (ახალ სტილით) „ილიამ XIX საუკუნე კიდევაც შექმნა და კიდევაც თავისი სისხლით დაჰკირა“(ტ. ტაბიძე) იგი იყო ერის მაჯისშემტყობარი და ჭირისუფალი! ილიამ იმდენის თქმა და გაკეთება მოასწრო, კიდევ ბევრ საუკუნეს გაჰყვება საგზლად! სხვა რომ არაფერი, ილიამ თავისუფლებისმოყვარე ქართველს (მოხევე ლელთ ღუნიას) ათქმევინა: „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნესო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, VI ა კლასელთათვის, კლასის ხელმძღვანელის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - რუსუდან ხობუას ხელმძღვანელობით, მომზადდა აღნიშნული ლიტერატურული კომპოზიცია და ასევე მიზნობრივი ექსკურსია წიწამურსა და საგურამოში.
მოსწავლეებმა და მშობლებმა გვირგვინით შეამკეს ილია ჭავჭავაძის ძეგლი წიწამურში. იქვე ჩატარდა ლიტერატურული კომპოზიცია.
„მათ, ასევე, საგურამოში დაათვალიერეს ილიას სახლ-მუზეუმის საინტერესო ექსპონატები, ულამაზესი ბაღი და ყვავილები მიიტანეს ილიას ძეგლთან, გააკეთეს ჩანახატები.(სამიზნე ცნებები: „სიტყვა“ და „სიტყვა, წინადადება, ტექსტი“)“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეთათვის აღნიშნული აქტივობები საინტერესო, შემეცნებითი და საინტერესო იყო.
მსგავსი გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს და მოტივაციას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ