სიახლეები
სკოლები

რუსთავის N20 საჯარო სკოლაში, უცხოური ენების კათედრის ინიციატივით, შიდასასკოლო კონკურსი ჩატარდა
16-02-2024
-
+


რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა ეწყობა.

ამჯერად, სკოლის უცხოური ენების კათედრაზე, მოსწავლეთა მოტივირებისა და ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, შიდასასკოლო კონკურსი ჩატარდა.

პირველ ეტაპზე, კონკურსის მონაწილეებმა მეტად საინტერესო თხზულებები თემაზე - „ჩემი საოცნებო სკოლა“ წარადგინეს. მეორე ეტაპზე, სკოლაში, მოსწავლეებმა თავისუფალი თხზულება დაწერეს, რომლის თემაც იყო - მიმაჩნია თუ არა, ჩემი წინსვლისთვის სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება საჭირო.

მე-7- მე-10 კლასელებს შორის ესეების კონკურსში შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

  • მე-10 კლასი - ნინო  ნინიაშვილი, პედაგოგი - ნინო მეზვრიშვილი;
  • მე-7 კლასი - ნია აზრუმელაშვილი, პედაგოგი - მარიამ გოგინაშვილი;
  • მე-8 კლასი - ნინო ჭანკვეტაძე, პედაგოგი - ნანი პაპალაშვილი. 
გარდა ამისა, მეორე-მეოთხე კლასის მოსწავლეებს შორის მართლწერის კონკურსი ჩატარდა. პირველი ადგილი - მე-2 კლასის მოსწავლე დავით ცერცვაძემ (პედაგოგი - ქეთევან მამიაშვილი), მეორე ადგილი - მე-2 კლასის თათია კერესელიძემ (პედაგოგი - ქეთევან მამიაშვილი), ხოლო მესამე ადგილი თეკლა რაზმაძემ (პედაგოგი - ლიკა შაორშაძე) დაიკავა. 

კათედრამ მოსწავლეთა მოტივირება-წახალისების მიზნით, გამარჯვებულებს წარმატების დამადასტურებელი პირველი, მეორე და მესამე ხარისხის სერტიფიკათები და ინგლისურენოვანი საკითხავი ლიტერატურა გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლა

„ყველა სიკეთის დედაა ქალი, ქალი სიცოცხლის ჯადოქარია!“ - გურკელის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები იზეიმეს

 რცხილათის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება