მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებში ენთუზიაზმით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები - თეკლა გავაშელიშვილი და ნინო ბასილაძე. ისინი პროექტში - „მომავალი პროფესიები, მომავალი თაობისთვის“ წარმატებით მონაწილეობდნენ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსის ფარგლებში, „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - განხორციელდა პროექტი „მომავალი პროფესიები, მომავალი თაობისთვის“, რაც გულისხმობდა ქალაქ ქუთაისის თორმეტი საჯარო სკოლის მოსწავლეთა გადამზადებას 5 ციფრულ მიმართულებაში - გრაფიკული დიზაინი, „მოუშენ“ დიზაინი, 3D გრაფიკა, ვიდეო მონტაჟი, Front-end დეველოპმენტი. სწორედ აღნიშნულ მოსწავლეებს შორის იყვნენ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მათ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცათ, ხოლო პროექტის ორგანიზატორებმა კი მოსწავლეს - თეკლა გავაშელიშვილს საჩუქრად დაწესებული ჯილდო - მონიტორი გადასცეს.
სკოლა მოსწავლეებს აღნიშნულ წარმატებას ულოცავს და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ