მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-11 კლასელი ზურა დათიაშვილი, რომელმაც ზაფხულის არდადეგების დროს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დაგეგმილ „ინტელექტის ოლიმპიადში“ მონაწილეობდა და წარმატებით დასძლია ის.
ასევე, ზურა მონაწილეობდა English Book Education -ის პროექტში Summer Reading Challenge, რომელიც გულისხმობდა ინგლისურენოვანი წიგნის წაკითხვას და განსხვავებული დასასრულის შექმნას. მან ამ პროექტში წარმატებით მონაწილეობისათვის მიიღო პირველი ხარისხის, ოქროს სერტიფიკატი.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„მთელი გულით ვულოცავ ზურა დათიაშვილს გამარჯვებებს და ვუსურვებ შემდგომ წინსვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლის კლასის დამრიგებელი სოფიო მურუსიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა