სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როგორ შექმნათ საკლასო მენეჯმენტი? - ამერიკელი პედაგოგი თავის გამოცდილებაზე 
07-04-2024
-
+


კლასის მართვის ეფექტური სტარტეგიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვისთვის. დღეს გაგიზიარებთ, ამერიკელი პედაგოგის ვიქტორიანა სავასის გამოცდილებას, მისი თქმით, მეთოდი, რომელიც საკლასო მენეჯმენტის შექმნაში დაეხმარა მიზნების განსაზღვრა იყო. 

როგორც თავად აღნიშნავს, კლასის მიზნების შემუშავება ხელს უწყობს საკლასო საზოგადოებას  ფოკუსირდეს საერთო ზრახვებზე. 

კლასის მიზნების ჩამოყალიბება

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, სამიდან ხუთამდე მიზნის დასადგენად, ის ინდივიდუალურად აანალიზებდა მიმდინარე სასწავლო წელს, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: 

  • რა მიდის კარგად? (რისი გაგრძელებაა საჭირო)
  • რა შეიძლება გაუმჯობესდეს?
  • Რა აკლია სასწავლო პროცესს? 

„მე გირჩევთ გაუზიაროთ თქვენი მიზნები და მნიშვნელოვანი პუნქტები თქვენს კლასს, შემდეგ კი ხელი შეუწყოთ მოსწავლეების რეფლექსიას“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

მისივე თქმით, საკლასო მენეჯმენტის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოსაზრებების გათვალისწინება, როგორც პედაგოგი გირჩევთ, კითხეთ მოსწავლეებს: 

  • რა მოგწონთ ჩვენს კლასში?
  • რითი ისურვებდით,რომ ჩვენი კლასი სხვა კლასებისგან განსხვავდებოდეს?
  • როგორი უნდა იყოს თქვენი თვალით დანახულო იდეალური საკლასო ოთახი?
  • ინტერესით სწავლობენ თუ არა მოსწავლეები ჩვენს კლასში?

როგორც პედაგოგი გვიყვება, მნიშვნელოვანია მასწავლებლებმა იფიქრონ იმაზე, თუ რა სტრატეგიები აქვთ უკვე დანერგილი, რომლები მუშაობს კარგად და რომლები საჭიროებს განმტკიცებას. მიზნების გადააზრება და ამ მიზნებისკენ სწრაფვა, ერთის მხრივ მოსწავლეებს აერთიანებს საბოლოო შედეგის მისაღებად და მეორეს მხრივ, მათ უყალიბებთ ქცევით ნორმებს. 

„მოსწავლეებთან თანამშრომლობით კლასის მიზნების გენერირებისთვის და მათი ასახვისა და გაზომვის სისტემის ჩამოყალიბებით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კლასის მიზნები იდეალური კულტურისა და მოსწავლეთა საზოგადოების შესაქმნელად“, - აღნიშნავს სავასი. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება