მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ელდინო იობაშვილის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს საინტერესო კვირეული მიუძღვნეს და მსოფლიო ღონისძიების მონაწილენი გახდნენ.
კვირეულის ფარგლებში მათ წაიკითხეს კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, საყვარელი პოეტების ლექსები, პროზაული ნაწარმოებები, ასევე, შექმნეს პოსტერები, პლაკატები და გამოუშვეს კედლის გაზეთი.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა ღონისძიებაც, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და დირექცია.
სკოლის პედაგოგებმა და დირექტორმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს და უსურვეს წარმატებები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“