სიახლეები
სიახლეები

მარტვილში, ''ეტალონის'' შესარჩევ ტურს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
23-11-2016
-
+


მარტვილში ''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.   

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, მარტვილში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა. 

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.    

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა  პირებმა გაასწორეს.  ‘’ეტალონის’’ ჯგუფი მათთგან ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს გამოავლენს. 

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge’’ მარტვილის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს მურმან წოწორიას ესაუბრა. მისი თქმით, ‘’ეტალონი’’ არის ბრწყინვალე პროექტი: 

„ყველაზე კარგად ჩატარდა. ძალიან კმაყოფლები ვართ. ‘’ეტალონი’’ ბრწყინვალე პროექტია, მე პირველი ეტალონელი ვარ, სული და გულით მხარდამჭერი და მომხრე. ეს არის ერთადერთი კარგი პროექტი ამ დაბინძურებულ მედია-სივრცეში, სადაც ჭკუა და გონებას ყურადღება ექცევა. მთელი მარტვილი უჭერს ამ ბრწყინვალე პროექტს მხარს. “

მარტვილის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაკა გულორდოვა აღნიშნავს, რომ მარტვილში ჩატარებულ შესარჩევ ტურს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„შესარჩევმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა, ორგანიზებულად, ინსტრუქციის შეასაბამისად, მას გამოხმაურებაც ძალიან დიდი ჰქონდა. არ ველოდით ასეთ კარგ შედეგებს, ჩვენც, მასწავლებლებიც და მშობლებიც ძალიან კმაყოფილები  და გახარებულები ვართ. მოსწავლეებმა ნახეს, რომ მნიშვნელოვანია წიგნიერება. ‘’ეტალონი’’ უმნიშვნელოვანესი პროექტია, ყველა მოხარული იქნებოდა, ტელევიზიაში ეხილათ ისევ ეს არაჩვეულებრივი ინტელექტ-შეჯიბრი. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს.“

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება