მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, სტაჟიორთა მიღების მიზნით, გამოცხადდა კონკურსი.
სტაჟირების მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.
კონკურსი გამოცხადდა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდის WWW.HR.GOV.GE მეშვეობით, შემდეგ პოზიციებზე:
სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილებაში;
სტაჟიორი პროფესიული და უმაღლესი განათლების განყოფილებაში;
სტაჟიორი სკოლამდელი და ზოგადი განათლების განყოფილებაში;
სტაჟიორი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტში;
სტაჟიორი შიდა აუდიტის განყოფილებაში;
სტაჟიორი საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში;
სტაჟიორი კულტურის დეპარტამენტის შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის განყოფილებაში.
WWW.HR.GOV.GE-ზე განაცხადების მიღება 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ