მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა.
მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გაერთიანდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, I, II, III, IV,V კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
მოწაფეებმა წაიკითხეს წიგნები, ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, გამართეს პრეზენტაციები, მოაწყვეს ინსცენირებები. ღონსძიებით კი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოუწოდეს სხვა მოსწავლეებს, რომ აუციელებელია წიგნების კითხვა რათა გავამდიდროთ, განვანათლოთ გონება...
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან