მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ.
მათ შორის არის VIა კლასის მოსწავლე გიგი აბესაძე. მან ძიუდოს ტურნირზე იასპარეზა წარმატებით.
9-11 თებერვალს, თბილისში, ჩატარდა სალიცენზიო შეჯიბრი ძიუდოში, საქართველოს ჩემპიონატზე, სარეიტინგო ტურნირებში მონაწილეობისთვის 2012-2013 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის.
აღნიშნულ საკვალიფიკაციო ტურნირზე სპორტული ცენტრის აღსაზრდელმა, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VI ა კლასის მოსწავლემ - გიგი აბესაძემ 46კგ. წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა. მან აღნიშნულ ტურნირზე დადებული შედეგისთვის საქართველოს ჩემპიონატზე და სარეიტინგო ტურნირებზე გამოსვლის ლიცენზია მოიპოვა (მწვრთნელები - გრიგოლ სოფრომაძე და ირაკლი მერკვილაძე, დამრიგებელი - ლოლა ტოფაძე).
სკოლა მოსწავლეს ამ წარმატებას ულოცავს და უსურვებს გამარჯვებას შემდეგ ეტაპზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა