მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებითა და მრავალფეროვანი რესურსებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
16 თებერვალს, მე-4ა კლასში, პედაგოგ რუსუდან ვარდოსანიძის სადამრიგებლო კლასში ინგლისური ენის პედაგოგმა - ანა ნაცვლიშვილმა ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „Travelling in Georgia - Countries and their capitals“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს მსოფლიოს დიდ ქვეყნებზე და დედაქალაქებზე. გაკვეთილი საინტერესო და მიზნობრივი აქტივობებით იყო დატვირთული.
მოსწავლეებმა სურათებითა და დროშების დახმარებით დედაქალაქები ქვეყნებს დაუკავშირეს, შესწავლილი ლექსიკური მარაგით წარმატებით წარმოაჩინეს და ისაუბრეს საქართველოს დედაქალაქსა და მის ღირშესანიშნავ ადგილებზე.
„მეოთხეკლასელებმა ასევე, საინტერესოდ წარმოადგინეს ძველი და თანამედროვე თბილისი. სტუმრად მობრძანებულ „ტურისტებს“ გააცნეს თავიანთი მშობლიური ქალაქი, წარადგინეს დამუშავებული კომპლექსური დავალებები და პრეზენტაციებით გაგვაცნეს ქუთაისის ისტორიული ადგილები, მუზეუმები, თეატრები, მონასტრები. წარმატებებს ვუსურვებ მომავალში ჩვენს მიზანდასახულ და მოტივირებულ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა