მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა.
ხელვაჩაურის რესურცენტრის ორგანიზებით, ამ საინტერესო ღონისძიებაში განთიადის საჯარო სკოლაც აქტიურად ჩაერთო. ღონსძიება მახინჯაურის საჯარო სკოლაში გაიმართა.
მოსწავლეებმა გურამ რჩეულიშვილის ნოველა - „ერთხელ“ და ჯიბრანან ხალილ ჯიბრანის ნოველა „შვილები“ წაიკითხეს და განიხილეს.
მოსწავლეებმა იმსჯელეს, წიგნიერების მნიშვნელობაზე, საფუძვლიანად და არგუმენტირებულად გაანალიზეს მაღალმხატვრული ღირებულებების ნაწარმოებებში დასმული აქტუალური საკითხები და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა