მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს პირველკლასელები და დაწყებითი საფეხურის სხვა მოსწავლეები მათთვის უცნობი მოთხრობების წაკითხვით გამოეხმაურნენ, ბავშვებმა ასევე საინტერესო პატარა წიგნები წაიკითხეს, როგორც წყვილებში, ასევე ერთხმად და ინდივიდუალურად.
პედაგოგებმა მოწაფეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართეს, რის შემდეგაც ბავშვებმა ტექსტის გააზრებაზე მიმართულ კითხვებს უპასუხეს.
სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ახარებთ, რომ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლეს მათი ასაკის შესაბამისი ილუსტრირებული წიგნების გამართულად წაკითხვა და წაკითხულის გააზრება.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ