მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში - „ნიკო კეცხოველის პრემია 2024, იმოქმედე კლიმატისთვის“. პროექტთან დაკავშირებით კი, 16 თებერვალს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს საჯარო სკოლების ბიოლოგია-ბუნებისმეტყველებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას უძღვებოდა სფეროს სპეციალისტი, მაია კეზევაძე. მან დაწვრილებით ისაუბრა პროექტის მიზნებზე (მდგრადი განვითარების ხელშეწყობა), სკოლების ეკოკლუბებსა და მათ მიერ ინიცირებულ აქტივობებზე.
მომხსენებელმა, დამსწრეთა შეკითხვებს მათთვის საინტერესო თემებზე, ამომწურავად უპასუხა, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ დამსწრე პედაგოგებს მდგრადი განვითარების კალენდრები გადაეცათ.
შეხვედრის ბოლოს კი, სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ, სტუმარს დიდი მწერლის ოტია იოსელიანის წიგნი უსახსოვრა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საქმიან ვითარებაში წარიმართა და მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ