მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, ამ მიზნით კი აქტიურად უერთდებიან სხვადასხვა ინიციატივას.
ამჯერად, პედაგოგები სკოლის დირექტორთან, ფაქიზო ფანჩულიძესთან ერთად, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, ფსიქოლოგისა და პედაგოგის შალვა ამონაშვილის მასტერკლასზე -„როგორ აღვზარდოთ ცხოვრებაში გამარჯვებული შვილები“, იმყოფებოდნენ.
პედაგოგებისთვის და სკოლის ხელმძღვანელისთვის შეხვედრა საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
„ყველა მშობლის თუ პედაგოგის უმთავრესი მიზანი ხომ წარმატებული შვილის აღზრდაა, რომელსაც შეუძლია თავი გაართვას ცხოვრების გამოწვევებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ საით უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა აღვზარდოთ წარმატებული ადამიანი, როგორ უნდა გავუძლიეროთ მოზარდს ნებისყოფა, როგორ ირწმუნოს საკუთარი ძალებიც, როგორი სიყვარული უნდა გავუღვივოთ მას გულში, როგორ ვასწავლოთ წარმატებული ურთიერთობების ხელოვნება. სწორედ ამ თემებზე ისაუბრა ბატონმა შალვა ამონაშვილმა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმ ჭეშმარიტებაში, რომ მშობლისა და მასწავლებლის წარმატების პირდაპირი მაჩვენებელია გამარჯვებული ბავშვის აღზრდა“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ