მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი გარდა იმისა, რომ წარმატებული ხელმძღვანელია, ის, ასევე ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი გახლავთ, რომლის წევრები არაერთ წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მე-6, მე-11 კლასელების მოსწავლეები, რომლებიც ასევე ბეჟანოს ცეკვის ანსამბლის წევრები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამართულ ცეკვის ფესტივალში - „თოვლიანი საქართველო“, მშობლების მხარდაჭერით მონაწილეობდნენ.
„ბეჟანოს“ საცეკვაო ჯგუფმა ბორჯომში ორი ულამაზესი საცეკვაო ნომერი შეასრულა, რისთვისაც დაჯილდოვდა წამახალისებელი სიგელებით, მედლებით.
„აღნიშნული ფესტივალის შემდგომ ისინი წავიდნენ ბაკურიანში, სადაც დატკბნენ იქაური ზამთრის, ფარული პეიზაჟებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ბეჟანოს ცეკვის ანსამბლის წევრებმა და მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექტორს და ბეჟანოს ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფს - იურა იაილოიანს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მომავალში, ქორეოგრაფიული ჯგუფი საქართველოს სახელით საბერძნეთსა და ბულგარეთში წარდგება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ