მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელისგულზე (მაყვალა მრევლიშვილი) - შენ მაჩუქე მზე და მთვარე, ვარსკვლავებიც ზედა! სულ აკვანზე დამიყარე, საყვარელო დედა. ყანა, წყარო, ლურჯი მთები, - რასაც თვალით ვხედავ, მთელ სამშობლოდ მომიძღვენი, საყვარელო დედა. ხელისგულზე ერბო-კვერცხი ვინ შეიწვას ნეტავ, შენს ამაგს ვინ გადაიხდის, საყვარელო დედა. |
დედა (მუხრან მაჭავარიანი) როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“, როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა; ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ - ვინ გიმღეროდა?! - მშობელი დედა. ეზოში როცა იტკენდი რამეს, - ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?! შენი გულისთვის უძილო ღამეს ვინ ათენებდა?! - მშობელი დედა. ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, - შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?! შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით ვინ ვერ ისვენებს?! - მშობელი დედა. ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე ვის უხარია ყველაზე მეტად?! ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - ვინ იამაყებს?! - მშობელი დედა |
იები დედიკოს (ნიკოლოზ იოსებიძე) ტყეში წავიდა მამიკო და წაიყვანა ია თან, გაიხარა და გალაღდა ია აპრილის ნიავთან. პატარა კონა შეკრიბა, ლამაზ, ლურჯთვალა იათა და გაზაფხული დედიკოს, იებთან ერთად მიართვა. |
დედა (ავთანდილ მეგრელიშვილი) დედის ხმაზე უფრო ტკბილი, ხმა არც მწამს, არც მეგულება; დედის გულზე უფრო ცხელი, გული არსად მეგულება; დედის სულზე უფრო სუფთა სული არსად მეგულება; დედის თვალზე უფრო სათნო, თვალი არსად მეგულება. დედა არის სიყვარული, სიცოცხლე და ერთგულება!... |
ვიდრე დედა გყავს (ლილი ნუცუბიძე) ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია. თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებს და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს, გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე, დედის გული და კალთა გაგათბობს. ნუ შეგაშინებს მეხი იერით, მეხი უფესვო ხეებს ერევა, ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი, ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა. ჭირთა თმენა და დიდი იმედი, დედა სიცოცხლის თვალისჩინია, ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი, ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია. |
დედის წერილი (ჯანო გიორგაძე) ქუჩაში ვნახე დახეული დედის წერილი, ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა... სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი „არ გაცივდეო!..“ - შვილს წერდა დედა. არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია... ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო, რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია. მე შენ მოგმართავ, ვინც დაჰკარგე დედის ბარათი, შენ, ვინც დადიხარ დედისაგან დალოცვილ გზაზე, გახსოვდეს მუდამ დედის გული არის მარადი, და მასზე ტკბილი არავინ გყავს ამ ქვეყანაზე. მე ამ ლექს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს და ვიდრე თვალში ჩაგდგომია სიკვდილის ბინდი, გემუდარები, გაუფრთხილდი დედის წერილებს, გემუდარები დედის სათუთ გულს გაუფრთხილდი |
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა