მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N174 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ამჯერად, საინტერესო პროექტზე მე-6ვ კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. პროექტი - „მსოფლიო მხატვრები“ (თემა- პროგრამული) მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემოქმედებითი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა-პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა ცნობილ მხატვრებს - ნიკო ფიროსმანს, ლადო გუდიაშვილს, ვან გოგს, ლეონარდო და ვინჩის, პიკასოს და მიქელანჯელოს.
მე-6 კლასელებმა მოიძიეს ინფორმაცია მხატვრების ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და დამრიგებელი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, ისაუბრეს მოძიებულ ინფორმაციებზე.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N174 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ