მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის 1-ელიგ კლასში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე შთამბეჭდავად აღინიშნა.
Iგ კლასის მოსწავლეებს, რომელსაც თავისი საქმის სიყვარულით გულანთებული პედაგოგი, დალი კვანტიძე, ხელმძღვანელობს, ამ დღეს უფროსი მეგობარი, მარიამ ჩიხლაძე, ესტუმრა, რომელმაც პატარებს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაუკითხა.
პატარებმა კი საანბანო პერიოდის ნაწარმოებები წაიკითხეს. ირგვლივ ხალისიანი და თავისუფალი გარემო სუფევდა.
„როგორც მარცვლებისაგან შედგება მზესუმზირა, ისე წაკითხულის მარცვლებისაგან იქმნება ცოდნა- ეს ბრძნული შთაგონება კარგად მაქვს გაცნობიერებული და ვცდილობ წიგნი შევაყვარო Iგ კლასის თითოეულ მოსწავლეს“,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ