მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში კულტურული ღირებულებებისა და მათი ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას.
ამჯერად, პედაგოგ ეკა ადამიას ხელმძღვანელობით, მე-6 კლასის მოსწავლეები ჟიული შარტავას სახელობის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია, მოსწავლეთა ჩართვა საკუთარი ქალაქის ისტორიული წარსულის, კულტურის და ეთნოგრაფიული ყოფის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობები და მოსწავლეთა ხელოვნებით დაინტერესება, რათა ეს მათ შემოქმედებით უნარებს ავითარებს, ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებისკენ უბიძგებს და უღრმავებს ცოდნას მშობლიურ მხარეზე.
ღონისძიების მიზანი იყო, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ღვაწლის გაცნობა-გათავისება.
სკოლაში მადლობას უხდიან მასპინძლებს საუკეთესო დახვედრისა და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის.
„დიდი მადლობა გმირის სახელობის მუზეუმის თანამშრომლებს ასეთი საინტერესო დღისთვის და ჩემ მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის დირექციას“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ