მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით საინტერესო და შემეცნებით ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან.
17 თებერვალს, მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები: ლუკა და მაგდა ჭიჭაღუები და ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი, ანნა წულაია მონაწილეობდნენ მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციაში, თემაზე - „არაფორმალური განათლების როლი სასკოლო განათლებაში“.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში არაფორმალური განათლების ცენტრის და ორბელიანის აკადემიის კურირებით.
მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი - „უცნობი-ნაცნობი ჩაი“, რომელიც განახორციელეს 2022-2023 სასწავლო წელს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციაში, მონაწილეობისთვის პროექტებმა გაიარეს გადარჩევის ეტაპები. მოსწავლეებმა მოისმინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენლების პრეზენტაციები და გაუზიარეს მსმენელებს საკუთარი გამოცდილება.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავს აქტივობებში მონაწილეობა აუცილებელი პირობაა თვითდაჯერებულების, აუდიტორიის ფლობის, საჯარო გამოსვლის და სხვა უნარების განვითარებისთვის.
„ეს მოვლენა ისტორიული მომენტია ჩვენი მცირეკონტინგენტიანი რეგიონის სკოლისთვის. იმედი მაქვს, რომ მსგავსი აქტივობები უფრო ხშირი გახდება ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში", – აღნიშნა კონფერენციის კურატორმა, მასწავლებელმა - ანნა წულაიამ.
პედაგოგი და მოსწავლეები მადლობას უხდიან სკოლის ადმინისტრაციასა და კონფერენციის ორგანიზატორებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ