მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 155-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა მწერლის ზღაპრების: „ზარმაცი ჰური“, „ბარეკენდან“ და „მამაცი ნაზარი“ სიუჟეტების მიხედვით, სპექტაკლები წარადგინეს.
ღინისძიება შემოქმედებითი კუთხით, საინტერესოდ იყო დატვირთული. მოსწავლეთა სამსახიობო უნარებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი მშობლიური ენის მასწავლებელი გიარ თოროსიანი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ