სიახლეები
ეტალონი

ვანის N2 საჯარო სკოლა შვილებზე ზრუნვის დღისთვის ემზადება
25-05-2018
-
+


ვანის N2 საჯარო სკოლა რამდენიმე თვეა, რაც ახალ ინოვაციურ პროექტ Izrune.ge-ში ჩაერთო. ჩვენი მკითხველი ამ აქტიურ სკოლასა და მის დირექტორს, თეონა ადეიშვილს კარგად იცნობს. სკოლა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია, სწორი ღირებულებებით ზრდის მოსწავლეებს. სკოლა, რომელიც განათლების სფეროს სიახლეებში მაღალი აქტივობითა და მონდომებით ერთვება. ვანის N2 საჯარო სკოლისთვის Izrune.ge სწორედ ის სიახლე აღმოჩნდა, რომელშიც მოსწავლეების ჩართულობა მაქსიმალურია.

Izrune.ge მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სკოლის დირექტორმა თეონა ადეიშვილმა გააცნო. როგორც იგი Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, საგანმანათლებლო პორტალით მოსწავლეები და მათი მშობლები გაცნობის წუთიდანვე დაინტერესდნენ და აქტიურად ჩაერთვნენ:

„როგორც კი მოსწავლეებსა და მშობლებს  გავაცანი Izrune.ge, დაინტერესება იმ წუთიდანვე იყო. ყველა მშობელს აინტერესებდა, რამდენად გაართმევდნენ მათი შვილები თავს ტესტებს, ამასთან პროექტმა საშუალება მომცა, რომ დავკვირვებოდი სწავლა-სწავლების პროცესს, თუ როგორ ართმევენ მოსწავლეები თავს ამა თუ იმ საგანს. გაკვეთილზე განვიხილავთ Izrune.ge-ს კითხვებს, ძირითადად იმ საკითხებს, რაზეც მოსწავლეებს პასუხი არ აქვთ. ეს ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის იმის მაჩვენებელია, რომ რაღაცები, რაც ყურადღების მიღმა მრჩება, წინ წამოვწიო და უფრო მეტად გავშალო, რომ მათთვის გასაგები გახდეს. მასწავლებელებს ძალიან მოსწონთ ეს ნოვატორული პროექტი. ტესტზე მუშაობისას ბევრი უნარი უყალიბდება მოსწავლეს - ფიქრობს, აზროვნებს, თუ პასუხი არ იცის, მასწავლებელთან ერთად ეძებს. კვლევა-ძიების უნარის განვითარება კი ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. 

ის წამახალისებელი აქტივობები, რაც ამ პროექტს აქვს, დამატებითი მოტივაციაა ბავშვებისთვის - მოსწავლეების დიპლომებით დაჯილდოება - ეს ნამდვილად საოცრებაა. სკოლას ფეისბუქგვერდი აქვს, სადაც ვაზიარებთ მოსწავლეების მიღწევებს. შემაჯამებელი ტესტის შემდეგ აღფრთოვანებული მშობლები მოდიან ჩემთან სკოლაში და სიხარულით მიზიარებენ თავიანთი შვილების შედეგებს, ბედნიერებისგან არ იციან, რა ქნან. ბავშვებმა ამას წინათ გამომიცხადეს, რომ ოქროს დიპლომების ამობეჭდვა და თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა სურთ. საიტმა ბავშვები უფრო მეტად მოტივირებული გახადა.

ვანი პატარა ქალაქია. ზოგს კომპიუტერი არ აქვს, ზოგს - ინტერნეტი. მოსწავლეები თავიანთი „ბუკებით“ მშობლებთან ერთად დაწყებითის მასწავლებელთან სახლში მიდიან და იქ ასრულებენ Izrune.ge-ს ტესტებს,“ - აღნიშნავს თეონა ადეიშვილი.

ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახლა მაისის თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის ემზადებიან (შვილებზე ზრუნვის დღე 27 მაისსაა). როგორც აღნიშნავენ, პროექტში ჩართვის შემდეგ უფრო მეტად მოტივირებულები გახდნენ.



გიორგი ძაგნიძე მე-6 კლასის მოსწავლე:

„ძალიან მომწონს Izrune.ge-ს ტესტების გაკეთება. საიტის მეშვეობით ბევრ სიახლეს ვეცნობი. მას შემდეგ რაც Izrune.ge-ზე დავრეგისტრირდი, გაკვეთილებზეც უფრო აქტიურად ვარ ჩართული, სკოლაში განვიხილავთ ტესტებს მასწავლებლებთან ერთად. ყველას ვურჩევ ამ სააზროვნო და ინტელექტუალურ პროექტში ჩართვას. აპრილში დავრეგისტრიდი და ჯერ მხოლოდ ერთი შემაჯამებელი ტესტი გავიარე. ერთი ვერცხლის დიპლომი მაქვს.“

ივიკო ბელქაძე მე-6 კლასის მოსწავლე:

Izrune.ge ძალიან კარგი პროექტია. ყველა ვურჩევ, რომ დარეგისტრირდეს და გამოცდილება მიიღოს. მე აპრილის ბოლოდან ჩავერთე. ჯერ მხოლოდ ერთი ვერცხლის დიპლომი მაქვს. ვემზადები მაისის თვის შემაჯამებელი ტესტისთვის. მინდა, გავაუმჯობესო შედეგი და ოქროს დიპლომი ავიღო.“

ნინი დავითაძე მე-2 კლასის მოსწავლე:

„რაც Izrune.ge-ში ჩავერთე, მას შემდეგ სწავლის პროცესი უფრო სახალისო გახდა. ხუთშაბათ დღეს ყოველდთვის დიდი ინტერესით ველოდები, რომ ახალი ტესტები გავაკეთო.  კვირას კი შემაჯამებელ ტესტს გავივლი და მინდა, რომ ოქროს დიპლომი ავიღო.“

ავთანდილ კორძაძე მე-3 კლასის მოსწავლე:

Izrune.ge საინტერესო და სახალისოა. ძალიან კარგი კითხვებია. ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები ახალი ტესტების დადებას. მარტიდან ვარ ჩართული და მას შემდეგ უკეთ ვსწავლობ. ჯერ მხოლოდ ერთი ოქროს დიპლომი მაქვს. მინდა, რომ ამ თვის შემაჯამებელშიც ოქროს დიპლომი ავიღო.“

ბარბარე მამასახლისი მე-3 კლასის მოსწავლე:

„2 დღეში Izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტირებაა. ვემზადები, ძალიან მინდა, რომ ოქროს დიპლომი ავიღო. პირველად ვერცხლი ავიღე. Izrune.ge ძალიან მომწონს და მინდა, რომ ყველა მოსწავლე ჩაერთოს.“

თამუნა ფანცულაია მე-8 კლასის მოსწავლე:

Izrune.ge ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეებისთვის. რაც ამ საგანმანათლებლო საიტში ჩავერთე, ვატყობ, რომ უფრო აქტიური ვარ, მეტად მოტივირებული გავხდი. განვლილი მასალის უკეთ  გააზრებასა და გამეორებაში Izrune.ge-ს ტესტები ძალიან მეხმარება. სწორედ ამიტომ ყველა მოსწავლეს ვურჩევ, ამ პროექტში ჩართვას.“

საიტის მიზანია, მოსწავლეთა მშობლებს, ოჯახის წევრებს მიეცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიებით უშუალოდ იზრუნონ შვილების განათლებაზე, სისტემატურად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე, ოჯახი მეტი აქტივობით ჩაერთოს შვილების აღზრდა-განათლება-წახალისებაში. 

გვანცა კაცაძისა და მარიამ ხელაძის შვილები Izrune.ge-ს აქტიური მომხმარებლები არიან. შვილებთან ერთად ისინიც ელოდებიან შემაჯამებელ ტესტირებას - შვილებზე ზრუნვის დღეს, რომელიც ყოველი თვის ბოლო კვირა დღეა.

გვანცა კაცაძე:

„ერთი შვილი მყავს სასკოლო ასაკის. როგორც კი გავიგეთ ამ პროექტის შესახებ, მაშინვე ჩავერთეთ. ბავშვი დიდი ხალისით აკეთებს დავალებებს. პროექტში ჩართვის შემდეგ მისთვის სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდა. მოტივირებულია, რომ ყველაფერში პირველი იყოს და საუკეთესო შედეგები აჩვენოს. დიდი ინტერესით ელოდება ყოველ ხუთშაბათს. ტესტებს გულდასმით აკეთებს, იმახსოვრებს, იაზრებს, რომ შემაჯამებელ ტესტში მაქსიმალური ქულა მიიღოს და ოქროს დიპლომი დაიმსახუროს.“

მარიამ ხელაძე: 

Izrune.ge  ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდებით ახალ ტესტებს. არა მხოლოდ ჩემი შვილი, არამედ მეც. ძალიან კარგი კითხვებია. ვატყობ, რომ ბავშვი უფრო მოტივირებული გახდა. როდესაც მაქვს შესაძლებლობა, ყველა მშობელს ვეუბნები ამ პროექტის შესახებ და ვურჩევ Izrune.ge-ში ჩართვას.“

საიტმა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ათასობით მოსწავლეს აერთიანებს, გრანდიოზული სიახლე შესთავაზა აბიტურიენტებს. სიახლე, რომელსაც დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლე დიდი ხანია ელოდა, უკვე ხელმისაწვდომია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი ცოდნა სპეციალურად მათთვის შექმნილი ინდივიდუალური ტესტებით, რომლის შედეგებიც მათთვის ტესტირების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.

Izrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტ-სივრცეში. 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე შექმნილმა მოსწავლეთა ინოვაციურმა სააგანმანათლებლო პორტალმა, ათასობით მოსწავლის ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება უფრო სახალისო და შემეცნებითი გახადა. Izrune.ge მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი კლასის შესაბამისად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება