ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში მათთვის საინტერესო წიგნები შეარჩიეს და თანატოლებს ხმამაღლა წაუკითხეს.
აქტივობაში თითოეული მათგანი დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ ამ დღისა და ცხოვრებაში წიგნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს.
„წიგნის ხმა მაღლა კითხვა ავითარებს მეხსიერებას და ამდიდრებს ლექსიკას, აუმჯობესებს დიქციას და ამაღლებს წარმოსახვის დონეს, გვასწავლის, ვიყოთ უფრო ყურადღებიანი წაკითხულის მიმართ და ეს სია უსასრულოა. მაგრამ რაც მთავარია, ხმამაღლა კითხვა ყველას გვასწავლის წიგნების სიყვარულს. და წიგნების კითხვით უფრო მეტად წიგნიერები გავხდებით, რაც ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი უფლებაა!
- წიგნების კითხვა აფართოებს ადამიანის ჰორიზონტს და საშუალებას აძლევს მათ უკეთ გაიგონ მის გარშემო არსებული სამყარო;
- წიგნები ცოდნისა და გონებრივი განვითარების წყაროა;
- წიგნების კითხვა ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების, წარმოსახვის განვითარებას და ინდივიდუალობის მრავალმხრივ განვითარებას;
- წიგნებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ადამიანის ემოციური მდგომარეობა და დაეხმარონ მოდუნებასა და სტრესის მოხსნაში;
- წიგნების კითხვა ადამიანის კულტურული და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ხმამაღლა კითხვის დღე მიზნად ისახავს შეახსენოს თითოეულ ადამიანს, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა და წიგნების კითხვა ჩვენს ცხოვრებაში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: