მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში განსაკუთრებით აღინიშნა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რამაც მოსწავლეთა დიდი ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია.
ამ დღესთან დაკავშირებით, Vა ,Vბ და VIIბ კლასებში ჩატარდა ლიტერატურული ღონისძიებები, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ლომია ხელმძღვანელობს.
VIIბ კლასში გაიმართა ჯერომ სელინჯერის რომანის - „თამაში ჭვავის ყანაში“ განხილვა, სადაც აღწერილია სამყაროსთან შეურიგებელი 16 წლის ამერიკელი ბიჭის განცდები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გაითავისეს ჰოლდენ კოლფილდის პრობლემები, რადგან დღესაც მოზარდებს იგივე სატკივარი აწუხებთ, თუმცა ნაწარმოების გამოცემის დღიდან 70 წელზე მეტი გავიდა.
Vა და Vბ კლასებში კი, მოეწყო მოსწავლეებისთვის საყვარელი წიგნებისა და პერსონაჟების განხილვა, შემდეგ, გაიმართა კონკურსი - „საუკეთესო მკითხველი“.
კონკურსის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები: Vა კლასი - ანასტასია გიგატაძე და Vბ კლასი - ილია ჩიხლაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ