მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის N1 საჯარო სკოლაში, არაფორმალურ განათლებასა და მოსწავლეების საინტერესო აქტივობებსა თუ ინიციატივებში ჩართვას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, ცნობადობის და ინფორმაციის ამაღლების მიზნით, სკოლის ბილინგვური განათლების სპეციალისტებმა არაფორმალური აქტივობის ფარგლებში, მე-8 კლასის მოსწავლეები წაიყვანეს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში.
ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებს სიხარულით უმასპინძლეს, გააცნეს არსებულ ყველა რესურსს, ასევე ინახულეს მარნეულის ამერიკული კუთხე, სადაც ტარდება უამრავი ღონისძიება თუ პროექტი.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებს გააცნეს ყველა პროექტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათ მიიღეს შეთავაზება ჩაერთონ, როგორც ქართულენოვან ასევე ინგლისურენოვან პროექტებში.
„ეს არის სივრცე, სადაც ხელმისაწვდომია ყველა რესურსი სწავლისთვის, განვითარებისთვის და წინსვლისთვის. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები და ინფორმირებულნი დარჩნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლა მადლობას უხდის მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ