„ბულინგთან ბრძოლა და მისი პრევენცია საჯარო სივრცეში“ - კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
20-02-2024
დაკოპირებულია
-
+
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-11 ა კლასში ბულინგის თემაზე საინტერესო აქტივობები მოეწყო. მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული თემა აირჩიეს, რადგან ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მეთერთმეტეკლასელებმა შერჩეულ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისი ლიტერატურა მოიძიეს და პროექტისთვის მზადება დაიწყეს, რომლის სახელწოდებაა „შეაჩერე ბულინგი“.
„პროექტის მიზანია ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მისი პრევენცია და სასკოლო თემში არაძალადობრივი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა მოძიებული ლიტერატურის საფუძველზე მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე - „ბულინგთან ბრძოლა და მისი პრევენცია საჯარო სივრცეში“. პრეზენტაცია ინტერაქტიური იყო, აუდიტორიის მსმენელი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული კითხვა-პასუხში.
პრეზენტაციის შემდეგ სკოლაში 5-წუთიანი ფილმის - „მე მქვია რომი“ მოეწყო. აღნიშნული ფილმის დასრულების შემდეგ საინტერესო დისკუსია მოეწყო. მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და შთაბეჭდილებები ფილმთან დაკავშირებით.
ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.