მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აქტიურად შეუერთდნენ. ამ დღესთან დაკავშირებით, „მშობლის საათის“ ფარგლებში, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა ბავშვებს გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები წაუკითხა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარდა. მოსწავლეები ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ მშობელთან და დამრიგებელთან დისკუსიასა და მოსმენილი ტექსტის განხილვის პროცესში.
მიწვეული მშობელი ეკატერინე ბარამიძე გახლდათ, ხოლო კლასის დამრიგებელი - სოფიო ნიშნიანიძე.
მათ, მოსწავლეებთან ერთად, თავიანთი წვლილი შეიტანეს წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში.
ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ