შიშის 5 მიზეზი და მასთან ბრძოლის გზები მასწავლებლებისთვის - რა შეიძლება აშინებდეთ პედაგოგებს?
სასწავლო პროცესში უამრავი პასუხისმგებლობა იკვეთება, რაც მასწავლებელმა თავის თავზე უნდა აიღოს. მათ გამოწვევებთან გამკლავება, კლასის კონტროლი, მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნვა უწევთ. არსებობს მოსაზრება, რომ თავდაჯერებულობა გამოცდილებას მოაქვს და დამწყები პედაგოგები უფრო მეტად ღელავენ სხვადასხვა საკითხზე, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც იმ მასწავლებლებსაც შეიპყრობთ შიში, რომლებსაც წლების გამოცდილება აქვთ. სამწუხაროდ, შიშის კონკროლი რთულია, მით უმეტეს, მაშინ, თუ ამას საფუძველი აქვს.
მაშ, რა არის მასწავლებლებში ყველაზე გავრცელებული შიშები? - ამ საკითხზე
ინფორმაცია მოვიძიეთ და მკითხველს ვთავაზობთ. აქვე განხილულია ის გზებიც, როგორ შეიძლება ამ შიშებთან გამკლავება.
- კლასზე კონტროლის დაკარგვა
ხშირად მასწავლებლები, განსაკუთრებით დამწყებები, სიახლეებისგან თავს იკავებენ. მაგალითად, მოსწავლეებს ჯგუფურად მუშაობის უფლებას იმის შიშით შეიძლება არ აძლევდნენ, რომ შემდეგ მათი გაკონტროლება და ყურადღების მიქცევა გაუჭირდებათ. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, თუ მოსწავლეს კლასში თავისუფლებას მისცემთ, მას უფრო მეტი მოუნდება და პედაგოგი კონტროლს დაკარგავს.
ამ შიშის დაძლევა შესაძლებელია, მასწავლებელს კლასში მკაფიო წესები უნდა ჰქონდეს გაწერილი, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები იხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, აქტივობების დროს, მათ დრო დაუნიშნეთ, უნდა იცოდნენ, რა დრო დაეთმობა ჯგუფურ მუშაობას. საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი კარგად ჩამოყალიბებული საკლასო რუტინაა.
- მოსწავლეების პატივისცემის დაკარგვა
ეს გავრცელებული შიში შეიძლება პირველ პუნქტთან იყოს დაკავშირებული. კერძოდ, თუ კლასს ვერ აკონტროლებთ, შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი მოსწავლეების პატივისცემა დაკარგეთ. ამაზე ისიც მეტყველებს, თუ მოსწავლე უხეშად, უპატივცემულოდ გელაპარაკებათ. ამ დროს, პედაგოგი ხშირად, უარესის შიშის გამო, არ პასუხობს ხოლმე.
ამ შიშის დაძლევაც, რასაკვირველია, შესაძლებელია. თავდაპირველად, თავდაჯერებული უნდა გახდეთ - თქვენ ძალიან კარგად იცით, რასაც ასწავლოთ და ეს უნდა გახსოვდეთ. მოსწავლეებთან მოთმინება და თანაგრძნობა გამოიჩინეთ, ასე მათ ნდობას მოიპოვებთ. გარდა ამისა, მათთან დრო სკოლაში, გაკვეთილს მიღმაც გაატარეთ, გულწრფელად დაინტერესდით მათი ინტერესებით და სხვადასხვა თემაზე ესაუბრეთ.
- მოსწავლეებისთვის საკმარისს არ აკეთებთ
მასწავლებლები საკუთარ მოსწავლეებზე ნამდვილად ბევრს ზრუნავენ და ფიქრობენ. თუ თქვენ ასევე საკმაოდ ემპათიური ადამიანიც ხართ, მაშინ ეს გრძნობები გაათმაგებული იქნება. პედაგოგებს ბევრი საქმე აქვთ, ამიტომ, რაღაც მომენტში შეიძლება იფიქრონ, რომ მოსწავლეებს ყურადღება მოაკლეს და მათთვის საკმარისს ვერ აკეთებენ. ამ დროს, მათ დანაშაულის გრძნობა და შიში იპყრობთ.
ამან შეიძლება მაშინ იჩინოს თავი, როდესაც გაკვეთილის დასაგეგმად საკმარისი დრო არ გაქვთ ან მოსწავლეები ტესტირებაში დაბალ ქულებს იღებენ.
რაც შეეხება გამოსავალს, პირველ რიგში, უნდა გაიაზროთ, რომ დრო ყველაფრისთვის ვერ გექნებათ. მერე კი, მოსწავლეებს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდეთ, რაც კონკრეტული დავალებების შესრულებაში დაეხმარებათ. ასევე, სთხოვეთ, რომ თუ რამე ვერ გაიგეს, დამაზუსტებელი კითხვები დაგისვან. გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება. გარდა ამისა, თქვენ საკუთარ კეთილდღეობაზე, ოჯახსა და მეგობრებზეც უნდა იფიქროთ.
მასწავლებლების კიდევ ერთი გავრცელებული შიში სწორედ ესაა. ხშირად, მოსწავლეები პედაგოგისგან ყველაფრის ცოდნას ელიან, რაც მათ საგნობრივ სფეროსთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მასწავლებლებისთვის მაინც სტრესის მიზეზია, როდესაც კლასის ყველა კითხვას ვერ პაუხობს.
გამოსავალი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევიდანაც არსებობს. პირველ ყოვლისა, გაკვეთილამდე ეცადეთ, რომ ყველა საჭირო ლიტერატურა გადაიკითხოთ და საკითარ თავში მეტად დარწმუნებული იყოთ. თუმცა, სრულიად ბუნებრივია, თუ მასწავლებელმა რაღაც არ იცის ან არ ახსოვს. მთავარია, მოსწავლე არ მოატყუოთ და შეცდომაში არ შეიყვანოთ. ამიტომ, როდესაც ისეთ რამეს გკითხავნ, რაც არ იცით, უთხარით, რომ საკითხი უნდა დააზუსტოთ, ინფორმაციას მოიძიებთ და შემდეგ უპასუხებთ.
მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობა შეიძლება მართლაც საშინელი გამოცდილება იყოს. ისინი იმ ადამიანს უჭერენ მხარს, ვინც ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვართ. მათ ერთი ამბის ატეხვა შეუძლიათ. ამ დროს, მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ისინი უბრალოდ ცდილობენ კარგი მშობლები იყვნენ და შვილზე იზრუნონ. მიუხედავად ამისა, პედაგოგთა ეს შიში სავსებით გასაგებია.
ახლა რაც შეეხება გამოსავალს. ყინული სასწავლო წლის დაწყებისთანავე გატეხეთ - მშობლებს დაუკავშირდით, ინფორმაცია მიაწოდეთ, როგორ გეკონტაქტონ, რა შემთხვევაში უნდა დაგიკავშირდნენ. ასევე, თქვენი გეგმები და ის მიზნები გააცანით, რის მიღწევასაც კლასში აპირებთ. ასე მშობლებიც კომფორტულად იგრძნობენ თავს და თქვენც. ყოველთვის გულწრფელი კომუნიკაცია გქონდეთ და დაიმახსოვრეთ, ხშირად მოსწავლეთა მშობლებს უნდათ, რომ მათი გესმოდეთ, ამიტომაც ეს აგრძნობინეთ კიდეც.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლების ეს შიშები საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის, რადგან მსგავსი შემთხვევები დროდადრო ხდება ხოლმე.