მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლის ეკოკლუბი აქტიურად ჩაერთო პროექტში - „ჯანსაღი თაობა ნათელი ფერებით“, რომელიც მჭიდრო კავშირშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ამასთანავე, ის, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მდგრადი განვითარების მე-3 მიზანს ეხმიანება.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, თებერვლის დასაწყისში lll ბ, lV ა და lV ბ კლასებში ბუნებისმეტყველების პედაგოგმა და ეკოსკოლის ხელმძღვანელმა ლ. ჯავახიშვილმა ესგ-ს პროგრამის გათვალისწინებით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილები ბუნებისმეტყველებასა და მე და საზოგადოებაში.
მოსწავლეებმა მოიძიეს და წარადგინეს საინფორმაციო ტექსტები ჩანახატებით და კომიქსები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, ასევე პრეზენტაციები და პოსტერები შექმნეს.
ხოლო VI ბ კლასში პედაგოგების - ლ. ჯავახიშვილისა და ი.დალაქიშვილის ხელმძღვანელობით, ბუნებისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც ემსახურებოდა როგორც „ჯანსაღი ცხოვრების“, ასევე მდგრადი განვითარების მიზნებს.
მოსწავლებმა მრავალფეროვანი ნაშრომები წარადგინეს ნახატებით, სინფორმაციო ტექსტებითა და გამოძერწილი მასალით.
ასევე, სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ბუკლეტებისა და პოსტერების საკლასო გამოფენა.
მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობების მეშვეობით შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ