მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
სკოლის კურსდამთავრებულს - ვასილ კაპანაძეს, რომელმაც წარჩინებით დაასრულა ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, კუთვნილი ოქროს მედალი და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
სკოლაში კურსდამთავრებულს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ.
„ჩვენი სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - ვასილ კაპანაძეს ვულოცავთ კუთვნილი ოქროს მედლის მიღებას კიდევ უამრავი წარმატებით გესახელებინოს შენი სკოლა და მასწავლებლები, ვამაყობთ შენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ