მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კათედრა და მოსწავლეთა თვითმმართველობა სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას აქტიურად განაგრძობს.
18 თებერვალს, სკოლის მოსწავლეები - ნინო ყიფშიძე, ნატა გოგიძე, ნინო როსნაძე და პედაგოგი - ეკატერინე მამუკელაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის - „განავითარე შენი რეგიონი“ დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
პროექტში, რომელიც ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარებაზე იყო ორიენტირებული, როგორც გვიყვებიან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X, XI და XII კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 20 სკოლა მონაწილეობდა.
„დასკვნით ღონისძიებამდე პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი, სადაც მსმენელები გაეცნენ მეწარმეობის მნიშვნელობას, საზოგადოების კეთილდღეობაზე დაფუძნებული იდეის არსს, ბიზნესის წამოწყებისთვის საჭირო ძირითად კომპეტენციებსა და ბიზნესგეგმის შედგენის ტექნიკას“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიების თითოეულ მონაწილეს პროექტში მონაწილეობისთვის შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო პედაგოგები საუნივერსიტეტო ბრენდირებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება თითოეული მოსწავლის წარმატებასა და წინსვლას მუდამ უჭერს მხარს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ